დაელოდეთ...

გაცემული სესხების და კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ასახვა სავალდებულო ხდება

გაცემული სესხების და კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ასახვა სავალდებულო ხდება

2023 წლის 1 აგვისტოდან ფინანსთა მინისტრის 996-ში შესული ცვლილების მიხედვით მოგების ყოველთვიურ და საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში უნდა აისახოს სესხისა და კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია;

 კერძოდ ბრძანების მიხედვით:

 - 2023 წლის 1 აგვისტოდან მოგების ყოველთვიური დეკლარაციის შესაბამის უჯრებში ასახოს ივლისის თვის მდგომარეობით და შემდგომი საანგარიშო პერიოდების მიხედვით გაცემული/მიღებული სესხი/სესხები და საკუთარ  ან/და სხვა საწარმოში განთავსებული კაპიტალის შესახებ ინფორმაცია.

 


 - 2024 წლის 1 აპრილამდე საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამის უჯრებში ასახოს 2023 წლის მდგომარეობით და შემდგომი საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებული/გაცემული სესხი/სესხები.



განხორციელებული ცვლილების მიხედვით სესხების შესახებ გადასხადის გადამხდელებმა უნდა წარადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში: (ლინკზე დაჭერით იხილეთ მაგალითი)

  • საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
  • სესხის გადაფასების შესახებ არსებული ინფორმაცია სესხის ზრდის ნაწილში.
  • საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
  • სესხის გადაფასების შესახებ არსებული ინფორმაცია სესხის შემცირების ნაწილში.
  • საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;

მიღებული სესხ(ებ)ის შემთხვევაში:(ლინკზე დაჭერით იხილეთ მაგალითი)

  • საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
  • მიღებული სესხების ზრდის ის ნაწილი რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
  • მიღებული სესხების შემცირების ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
  • საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;

  

    გარდა ამისა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იურიდიული პირები ვალდებულნი ხდებიან მოგების გადასახადის დეკლარაციაში წარადგინონ დამატებითი ინფორმაცია მათი და სხვა საწარმოს  კაპიტალის მოძრაობის შესახებ:


საწარმოს კაპიტალის მოძრაობისას: (ლინკზე დაჭერით იხილეთ მაგალითი)

  • საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის ზრდა;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის შემცირება;
  • საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა;
  •  

სხვა საწარმოს კაპიტალის მოძრაობისას: (ლინკზე დაჭერით იხილეთ მაგალითი)

  • აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა;
  • აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ზრდა;
  • აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შემცირება;
  • აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა.


   ბრძანების შესახებ დეტალური ინსტრუქციის მისაღებად, ასევე ტექნიკური ხასიათის კითხვებთან დაკავშირებით თუ რა სად უნდა ჩაიწეროს, გთხოვთ იხილოთ ბრძანების ლინკი

CRX