დაელოდეთ...

რა ექვემდებარება მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართის სვეტში: „მიღებული სესხ(ებ)ი“ ასახვას ?

რა ექვემდებარება მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართის სვეტში: „მიღებული სესხ(ებ)ი“ ასახვას ?

მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართში („სესხისა და კაპიტალის აღრიცხვა“), კერძოდ, ჩანართში, „მიღებული სესხ(ებ)ი“, ასახვას ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა იურიდიული, ფიზიკური და ა.შ. პირ(ებ)ისგან აღებული სესხ(ებ)ის (მათ შორის, ოვერდრაფტის) ძირი თანხები. ამასთან, უჯრა: „მათ შორის, გადაფასება“ შესაძლებელია შეივსოს ყოველთვიურად, კვარტალურად, წლიურად და ა.შ. - გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე.

მაგალითი

ფაქტობრივი გარემოება

2023 წლის ივნისის თვემდე, საწარმოს არ უფიქსირდება გაცემული სესხი, ხოლო ივნისის თვეში კომერციული ბანკიდან აიღო 100 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობის სესხი. ამასთან, სესხის აღების დღეს (პირობითად 30 ივნისი), დოლარის გაცვლითმა კურსმა ლართან მიმართებაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული მონაცემების მიხედვით,  შეადგინა 2.50

მოგვიანებით, ამავე წლის ივლისის თვეში, საწარმომ დამატებით აიღო სესხი 200 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ივლისის ბოლოს (31 რიცხვში), საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე, განხორციელდა ივნისში აღებული სესხის (100 000$) გადაფასება ამ დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსით (2.55).

 

 

შეფასება და შედეგი

საწარმო ვალდებულია აღნიშნული ოპერაციები ასახოს ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართში: „სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“. კერძოდ, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ჩანართში, „მიღებული სესხ(ებ)ი“, შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს შემდეგი პრინციპით:

● „საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით აღებული სესხ(ებ)ის ოდენობა ლარში, რაც შეადგენს 250 000 ლარს (100 000 * 2.50).

● „ზრდა საანგარიშო პერიოდში, სულ“ – აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის თვეში აღებული სესხის თანხა - 200 000 ლარი, აგრეთვე, ივნისის თვეში აშშ დოლარში აღებული  სესხის (100 000 $) გადაფასებით მიღებული სხვაობის თანხა 5 000 ლარი ((100 000 $ * 2,55) - (100 000 $ * 2,50), ანუ 255 000 - 250 000). ამასთან, აღნიშნული სხვაობა (5 000 ლარი) ასევე აისახება უჯრაში: „მათ შორის, გადაფასება“.

● „საანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხის ჯამური ოდენობა ლარში, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს -  455 000 ლარს (250 000 + 200 000 +  5 000) (იხ. ნიმუში ).

ნიმუში

შინარსისაანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთიზრდა საანგარიშო პერიოდშიშემცირება საანგარიშო პერიოდშისაანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი
სულმათ შორის, გადაფასებასულმათ შორის, გადაფასება
მიღებული სესხ(ებ)ი250,000      205,0005,00000455,000
CRX