დაელოდეთ...

რა ექვემდებარება მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართის სვეტში: „სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალი“, ასახვას ?

რა ექვემდებარება მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართის სვეტში: „სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალი“, ასახვას ?

მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართში („სესხისა და კაპიტალის აღრიცხვა“), კერძოდ, ჩანართში, „სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალი“, ასახვას ექვემდებარება საწარმოს მიერ სხვა საწარმო(ები)ს კაპიტალში ფაქტობრივად განხორციელებული შენატანების ოდენობა ფულადი ან არაფულადი ფორმით.

 

მაგალითი

ფაქტობრივი გარემოება

A საწარმომ, როგორც B და C საწარმოების დამფუძნებელმა/პარტნიორმა, მათ კაპიტალში, 2022 წლის იანვრის თვეში შეიტანა  ჯამში 100 000 ლარი, მათ შორის, B საწარმოში - 70 000 ლარი, ხოლო C საწარმოში 30 000 ლარი. მოგვიანებით, (2023 წლის ივლისის თვეში ),A საწარმომ მიიღო B საწარმოში რიცხული კაპიტალის 10%-ით (7 000 ლარით) შემცირების, ხოლო C საწარმოს კაპიტალის 17 000 ლარის ოდენობით გაზრდის გადაწყვეტილება.

შეფასება და შედეგი

A საწარმო ვალდებულია აღნიშნული ოპერაციები ასახოს 2023 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართში: „სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“. კერძოდ, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ჩანართში, „სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალი“, შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს შემდეგი პრინციპით:

● „საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება 2023 წლის ივლისის თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით შვილობილ საწარმოებში რიცხული კაპიტალის ჯამური ოდენობა - 100 000 ლარი.

● „ზრდა საანგარიშო პერიოდში, სულ“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში A საწარმოს მიერ  C საწარმოში ფაქტობრივად შეტანილი კაპიტალის ოდენობა - 17 000 ლარი.

● „შემცირება საანგარიშო პერიოდში, სულ“ - აისახება 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში A საწარმოს მიერ  B საწარმოს კაპიტალის შემცირებული ოდენობა - 7 000 ლარი.

● „საანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება 2023 წლის ივლისის თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით B და C საწარმოებში რიცხული  კაპიტალის ჯამური ოდენობა - 110 000 ლარი (იხ. ნიმუში ).

ნიმუში

შინაარსისაანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთიზრდა საანგარიშო პერიოდშიშემცირება საანგარიშო პერიოდშისაანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი
სულსულ
სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალი100,00017,0007,000110,000
CRX