სერვისები
ფინანსური აუდიტი
ELITE AUDITI-ს პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ აუდიტორულ მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენ მუდმივად ვახდენთ აუდიტორების, ბუღალტრებისა და ფინანსისტების გადამზადებასა და სერტიფიცირებას, როგორც საგადასახადო კანონმდებლობაში, ისე აღრიცხვის სტანდარტებში. აუდიტორული და მარწმუნებელი სერვისები მიზნად ისახავს ფინანსური მეთოდების კონტროლის მეშვეობით რისკების ამოცნობას და მათ მინიმუმამდე დაყვანას, სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ანალიზსა და მონაცემების სიზუსტის იდენტიფიცირებას, რაც საშუალებას აძლევს ამ ფინანსური ანგარიშგებების მომხმარებელს სწორი დასკვნები გამოიტანოს ბიზნესის შედეგების, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. მომსახურება მოიცავს, როგორც სააღრიცხვო (ფინანსური) ანგარიშგების სანდოობის დადასტურებას, ასევე სუბიექტის საქმიანობის შეფასებას და შემდგომი ეფექტური საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო პოლიტიკის და პროცედურების შემუშავებას. ELITE AUDIT - იყენებს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტს მარწმუნებელი და სხვა მომსახურების გარიგებების შესრულებისას. ამავდროულად, ვიცავთ დამოუკიდებლობისა და პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ სხვა ეთიკურ ნორმებს. პასუხისმგებლობის დაზღვევა ჩვენი მომსახურება დაზღვეულია. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო ან სხვა ფინანსურ ზარალზე.
საგადასახადო მომსახურება
ELITE AUDITI-ს კვალიფიციური გუნდი გთავაზობთგადასახადებით დაბეგვრის სერვისების სრულ სპექტრს.აღნიშნული სერვისის მიზანია, რომ თქვენი კომპანიის საგადასახადო რისკები მინიმუმამდე იყოს შემცირებული და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აღმოფხვრილი იქნას კომპანიისათვის საგადასახადო სანქციების დაკისრების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი ბიზნესისთვის, მათ შორის, დამწყები კომპანიებისთვის, საგადასახადო რისკები არის საოპერაციო საქმიანობის თანმდევი, რომელიც კომპანიის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. ასეთი რისკების მართვა არის არსებითად მნიშვნელოვანი, სხვა შემთხვევაში კომპანიაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე წარმოშობილმა საგადასახადო ვალდებულებებმა და დაკისრებულმა სანქციის თანხებმა შესაძლოა ისეთ სიდიდეს მიაღწიოს, რომ კომპანია იძულებული გახდეს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა. აღნიშნული რისკებისგან დაზღვევის საუკეთესო საშუალება კვალიფიციური აუდიტორების მიერ ჩატარებული საგადასახადო აუდიტის ასევე საგადასახადო დაბეგვრის სხვა საკონსულტაციო სერვისების მიღება წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ ბიზნესის როგორცსრულ საგადასახადო აუდიტს,რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის დეკლარირების სისწორის შემოწმებას, ასევე აუდიტს ცალკეული გადასახადებისა და თემატიკის მიხედვით. ჩვენი სერვისის მიღების შედეგად თქვენ ღებულობთ საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის შედეგების შესახებ დეტალურ წერილობით ანგარიშს, რომელშიც სრულად იქნება აღწერილი აუდიტის შედეგად გადასახდელიშესამცირებელი გადასახების ზუსტი ოდენობა, აუდიტის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების გზები, ასევე საკითხები, რომელიც ზოგად საგადასახადო რისკს წარმოადგენს კომპანიისათვის და განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.
იურიდიული მომსახურება
არსებობს სამართალწარმოების მთელი რიგი სახეები, რომელშიც სპეციალური ცოდნის გარეშე მონაწილეობა ვერ უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების ჯეროვან დაცვას, ასევე კანონმდებლობით მონიჭებული უფლებების სათანადოდ რეალიზაციას. საქმის წარმოება დავების განხილვის საბჭოში, ფინანსთა სამინისტროში, სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციაში მიზანშეწონილია განხორციელდეს კვალიფიციური იურიდიული წარმომადგენლის მეშვეობით. გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილია საჯარო ორგანოებში ადმინისტრაციული წარმოების რამდენიმე ზოგადი სახე, ასევე ცალკეული სპეციალური საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულია მთელი რიგი სპეციალური ადმინისტრაციული წარმოებები.
ელიტ აუდიტი უზრუნველყოფს თქვენს მხარდაჭერას და წარმომადგენლობას ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში.
საშემფასებლო მომსახურება
ტექსტი აქ
ბიზნეს კონსულტაცია
ტექსტი აქ
ბუღალტერია
წარმოგიდგენთ ელიტ აუდიტის 10 ძირთად უპირატესობებს საბუღალტრო მომსახურების აუთსორსინგის კუთხით:
- საბუღალტრო მომსახურებისას ელიტ აუდიტი სამუშაო პროცესში ბუღალტრების გარდა აერთიანებს საგადასახადო ექსპერტებს, ფინანსისტებსა და აუდიტორებს. შესაბამისად, მცირდება საგადასახადო და სხვა დაკავშირებული რისკები;
- ჩვენ მუდმივად ვახდენთ ბუღალტრებისა და ფინანსისტების გადამზადებასა და სერტიფიცირებას, როგორც საგადასახადო კანონმდებლობაში, ისე აღრიცხვის სტანდარტებში.
- ბუღალტრის მიერ სამსახურის დატოვების შემთხვევაში, არ ფერხდება ბუღალტრული აღრიცხვის პროცესი, რადგან ჩვენ მყისიერად ვანაცვლებთ კადრს;
- ბიზნეს ოპერაციები ბუღალტრულ ბაზაში აისახება დროულად, ზუსტად და სრულად;
- სრულად და დროულად ვაწვდით საჭირო ინფორმაციებს კომერციულ ბანკებს, შემოსავლების სამსახურს და სხვა ორგანიზაციებს/დაინტერესებულ მხარეებს;
- ხელმძღვანელობა აღარ უთმობს დროს ბუღალტრული დეპარტამენტის კონტროლს;
- ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია! მომსახურების მოწოდების ფარგლებში ჩვენი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო ან/და სხვა ფინანსურ ზარალზე ვაგებთ პასუხს.
- დამკვეთს წინასწარ ვაფრთხილებთ მოსალოდნელი საგადასახადო რისკის შესახებ;
- ყოველთვიურად ვამზადებთ ფინანსური ანგარიშებს, რათა ხელმძღვაბელობამ დაინახოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და შედეგები;
- ჩვენს არსებულ დამკვეთებს ელიტ აუდიტის სხვა სერვისებზე აქვთ წვდომა შეღავათიანი პირობებით;