დაელოდეთ...

მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ზედნადების კორექტირება ტრანსპორტირების სახის შეცვლის მიზნით.

 სასაქონლო ზედნადებში შეტანილი მონაცემების კორექტირება შესაძლებელია. გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში კორექტირების ღილაკის გააქტიურებით, პროგრამა საშუალებას იძლევა განხორციელდეს მონაცემების ცვლილება.

 ზედნადებში არ კორექტირდება შემდეგი მონაცემები- ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება ზედნადებს, ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო, ასევე ზედნადების ტიპი (მაგ. დისტრიბუცია, მიწოდება ტრანსპორტირებით, შიდა გადაზიდვა და ა.შ) და კატეგორია.

 ამ შემთხვევაში  გამოიწერება  სასაქონლო ზედნადები, სადაც „ზედნადების ტიპი“- მიეთითება "ტრანსპორტირებით", ხოლო ტრანსპორტირების სახე "სხვა" სადაც შესაძლებელია მიეთითოს ტრანსპორტის დასახელება.

სასაქონლო ზედნადების თავიდან გამოწერა მოცემულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო, შესაძლებელია ზედნადების კორექტირება.

 ტრანსპორტირების დაწყებამდე ზედნადებში მიუთითებს საქონლის სავარაუდო სარეალიზაციო ფასს, ხოლო რეალიზაციისას მოახდენს სასაქონლო ზედნადებში საქონლის ფასის კორექტირებას.

  ქვეზედნადებითა და სალარო აპარატით რეალიზაციების ჯამის განაშთვა მოხდება ბუღალტრულად. ამასთან, თუკი საქონლის რეალიზაცია განხორციელდა მხოლოდ ქვეზედნადებით, მთავარ ზედნადებში „ნაშთი“ ღილაკის გააქტიურებით  მოხდება დისტრიბუციის ზედნადების განაშთვა.

შემოსავალში ჩაითვლება ქვეზედნადებების მიხედვით რეალიზაციის თანხა.

შესაძლებელია განხორციელდეს დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადების კორექტირება.

დისტრიბუტორის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის გაყიდვა სატრანსპორტო საშუალების ბორტიდან.


CRX