ხელფასი · დივიდენდი · დღგ · მცირე ბიზნესი
საგადასახადო კალკულატორი
აირჩიეთ, რისი გამოთვლა გსურთ, და შეიყვანეთ ერთი თანხა. შედეგი მაშინვე გამოჩნდება — ყოველ ნაბიჯს ახლავს ფორმულა და საგადასახადო კოდექსის მუხლი, რომლის ტექსტიც tax.eaudit.ge-ზე გაიხსნება.
როგორ მუშაობს კალკულატორი
- ხელფასი: დარიცხულიდან იკავება 2% საპენსიო შენატანი, დარჩენილ თანხაზე — 20% საშემოსავლო გადასახადი; დამსაქმებელი დამატებით რიცხავს 2%-ს. კალკულატორი უკუგამოთვლასაც აკეთებს — სასურველი ხელზე ასაღებიდან ან კომპანიის ბიუჯეტიდან.
- დივიდენდი: ფიზიკურ პირზე განაწილებისას კომპანია იხდის მოგების გადასახადს (დივიდენდი ÷ 0,85 × 15%), დივიდენდი კი 5%-ით იბეგრება გადახდის წყაროსთან. საქართველოს საწარმოზე განაწილებისას არც ერთი არ ერიცხება.
- დღგ: 18%-ის დამატება ფასზე ან დღგ-ის გამოყოფა თანხიდან (× 18 ÷ 118). მცირე ბიზნესი: 1% ან 3% — წლის შემოსავლის ზღვრის მიხედვით.
- რეგისტრირებული მომხმარებლები ხედავენ რეკომენდებულ ბუღალტრულ გატარებებს — ანგარიშთა გეგმის ნომრებითა და თანხებით.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ითვლება ხელზე ასაღები ხელფასი?
დარიცხული ხელფასიდან იკავება 2% საპენსიო შენატანი („დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი, 3.6.ბ). საპენსიო შენატანი საშემოსავლოთი არ იბეგრება (სსკ 82.1.ბ³), ამიტომ 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი (სსკ 81.1) დარჩენილ თანხაზე ითვლება. მაგალითად, 2 000 ₾ დარიცხულიდან ხელზე რჩება 1 568 ₾.
რამდენი უჯდება დამსაქმებელს ხელფასი?
დარიცხული ხელფასი დამატებული დამსაქმებლის 2%-იანი საპენსიო შენატანი („დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი, 3.6.ა). 2 000 ₾ დარიცხულ ხელფასზე დამსაქმებლის მთლიანი ხარჯია 2 040 ₾.
როგორ იბეგრება დივიდენდი?
ფიზიკურ პირზე განაწილებისას კომპანია იხდის მოგების გადასახადს: დივიდენდი იყოფა 0,85-ზე და მიღებულს ერიცხება 15% (სსკ 97.10, 98.1), დივიდენდი კი 5%-ით იბეგრება გადახდის წყაროსთან (სსკ 130.1). 10 000 ₾ დივიდენდზე მოგების გადასახადია 1 764,71 ₾, პარტნიორს ხელზე რჩება 9 500 ₾. საქართველოს საწარმოზე განაწილება განაწილებულ მოგებად არ ითვლება და წყაროსთან არ იბეგრება (სსკ 98¹.2.გ, 130.2).
როგორ გამოვყო დღგ თანხიდან?
დღგ-ის განაკვეთია 18% (სსკ 166). დღგ-იანი თანხიდან დღგ = თანხა × 18 ÷ 118: მაგალითად, 1 180 ₾-იდან დღგ არის 180 ₾, ფასი დღგ-ის გარეშე — 1 000 ₾.
როდის ხდება მცირე ბიზნესის გადასახადი 3%?
მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით, ხოლო თუ ეკონომიკური საქმიანობიდან ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ₾-ს (ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმის სუბიექტებისთვის — 700 000 ₾-ს) გადააჭარბა, გადაჭარბების თვის დასაწყისიდან წლის ბოლომდე — 3%-ით (სსკ 90.1–90.2).
რომელ ანგარიშებზე ტარდება ხელფასი?
რეკომენდებული გატარებები ეყრდნობა ანგარიშთა გეგმას (დადგენილება №1, 12.08.1999): დარიცხვა — დებეტი 7410 „შრომის ანაზღაურება“, კრედიტი 3130 „გადასახდელი ხელფასები“; საშემოსავლოს დაკავება — დებეტი 3130, კრედიტი 3320. სრული სია, საპენსიო და გადახდის გატარებებით, რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ჩანს.
