IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი
სარჩევი
1-ლი განყოფილება მოქმედების სფერო -კანონი განსაზღვრავს საწარმოთა ზომით კატეგორიებს, IV კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან გამოიყენონ აღნიშნული სტანდარტი, თუ ისინი არ იყენებენ მსს ფასს ან ფასს სტანდარტს.
მე-2 განყოფილება დაშვებები და ძირითადი პრინციპები
ფუნქციონირებადობის პრინციპი - თუ სხვაგვარად მითითებული არ არის, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელმა უნდა მიიჩნიოს, რომ საწარმო მომავალში (მაგ., მომდევნო 12 თვის განმავლობაში) გააგრძელებს ფუნქციონირებას და არ მოხდება მისი ლიკვიდაცია. (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი სტატია)
დარიცხვის მეთოდი – აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღიარება მაშინ, როდესაც ისინი აკმაყოფილებს ამ ელემენტებისთვის დადგენილ განმარტებებსა და აღიარების კრიტერიუმებს.
წინდახედულობა – (i) შეიძლება მხოლოდ საანგარიშგებო თარიღისთვის არსებული მოგების აღიარება; (ii) უნდა აღიარდეს მოცემული ან წინა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში წარმოქმნილი ყველა ვალდებულება, მაშინაც კი, როდესაც ამგვარი ვალდებულებების წარმოქმნა ცხადი გახდება მხოლოდ საანგარიშგებო თარიღსა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის (შემდგომ – სამსახური) ფინანსური ანგარიშგების წარდგენის თარიღებს შორის პერიოდში; და (iii) უნდა აღიარდეს ყველა აქტივის გაუფასურება.
არსებითობა – ინფორმაცია არსებითია, თუ მის გამოტოვებას ან არასწორად წარდგენას, ინდივიდუალურად ან ერთობლიობაში, შეუძლია გავლენა იქონიოს საწარმოს ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მომხმარებლების მიერ მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. არსებითობა დამოკიდებულია გამოტოვებული ან არასწორად წარმოდგენილი ინფორმაციის სიდიდესა და ხასიათზე, რისი განხილვაც უნდა ხდებოდეს შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
მე-3 განყოფილება ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
მე-4 განყოფილება სააღრიცხვო პოლიტიკა შეფასებები და შეცდომები
მე-5 განყოფილება ფინანსური ინსტრუმენტები
მე-6 განყოფილება მარაგები
მე-7 განყოფილება გრძელვადიანი აქტივები
მე-8 განყოფილება ბიოლოგიური აქტივები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში
მე-9 განყოფილება არაფინანსური აქტივების გაუფასურება
მე-10 განყოფილება იჯარა
მე-11 განყოფილება ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები(იხ. დეტალურად)
მე-12 განყოფილება საკუთარ კაპიტალთან დაკავშირებული ოპერაციები მესაკუთრეებთა
მე-14 განყოფილება სახელმწიფო გრანტები
მე-15 განყოფილება დასაქმებულ პირთა გასამრჯელოები
მე-16 განყოფილება მოგების გადასახადი
მე-17 განყოფილება უცხოური ვალუტა
მე-18 განყოფილება საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები
მე-19 განყოფილება წინამდებარე სტანდარტზე გადასვლა
🆘 თუ გსურთ რომ მეტი ინფორმაცია გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია