საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრა
ირაკლი მანაგაძე
საწარმოს ზომითი კატეგორია პირველად 2016 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის განისაზღვრება, ხოლო თუ საწარმო 2016 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის შემდგომ პერიოდებში დაფუძნდა, მისი ზომითი კატეგორია პირველად განისაზღვრება დაფუძნების პირველივე დასრულებულ საანგარიშგებო პერიოდის მონაცემებით შემდეგი 3 კრიტერიუმიდან: აქტივები, შემოსავლები, დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა, თუ 2 კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს, ითვლება შესაბამისი კატეგორიის.
საწარმოს კატეგორია | აქტივების ღირებულება | შემოსავალი | დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა | ანგარიშგების სტანდარტი | აუდიტის ვალდებულება |
პირველი | >50 მილიონი | >100 მილიონი | >250 | ფასს + მმართველობით ანგარიშგება | აქვს |
მეორე | <50 მილიონი | <100 მილიონი | <250 | მსს ფასს + მმართველობითი ანგარიშგება | აქვს |
მესამე | <10 მილიოინი | <20 მილიონი | <50 | მსს ფასს | არ აქვს |
მეოთხე | <1 მილიონი | <2 მილიონი | <10 | ადგილობრივი სტანდარტი | არ აქვს |
საზოგადოებრივი დაინტერესებული პირები (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვეო ორგანიზაციები, არასახელმწიფო საპენსიო ორგანიზაციები, საინვესტიციო ფონდები, სარასაბანკო სადეპოიზიტო დაწესებულებები, საფონდო ბირჟაზე მოქმედი ორგანიზიები) ვალდებულნი არიან ყოველწლიურად წარუდგინონ სამსახურს აუდირებული ფინანსური მმართველობით ანგარიშგება ფასს სტანდარტების შესაბამისად.
შენიშვნა: თუ მმართველობის ანგარიშგებაში გათვალისწინებული ინფორმაცია ასახულია ფინანსურ ანგარიშგებაში, სუბიექტი თავისუფლდება აღნიშნული ინფორმაციის მმართველობის ანგარიშგებაში წარდგენის ვალდებულებისაგან.
იხ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ვიდეო
ზომითი კატეგორიის ცვლილება მომდევნო პერიოდებში:
თუ საწარმოს ზომითი კატეგორია ორი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღარ შეესაბამება იმ ზომით კატეგორიას, რომლის მიხედვითაც მოხდა ბოლო ანგარიშგების წარდგენა, ასეთ შემთხვევაში საწარმოს ზომითი კატეგორია შეიცვლება და მან უნდა წარადგინოს ანგარიშგება იმ კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება ბოლოს დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული პრინციპი არ ეხება იმ საწარმოს, რომლის ზომა წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით ორი ან მეტი კატეგორიით გაიზარდა. ასეთ შემთხვევაში საწარმოს ზომითი კატეგორია მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში შეიცვლება და მან უნდა წარადგინოს ანგარიშგება იმ კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება ბოლოს დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების შესაბამისად.