დამფუძნებლისგან აღებული თანხების კვალიფიკაცია - სესხი თუ კაპიტალის გაზრდა?
დამფუძნებლის მხრიდან კომპანიისთვის გაცემულ სესხს შემოსავლების სამსახური განიხილავს სარისკო ოპერაციად (რასაც მოწმობს კანონმდებლობაში ამ მიმართულებით შესული ბოლოდროინდელი ცვლილებებიც - იხ. ჩვენი შესაბამისი სტატია) და ორგანიზაციას მოუწევს იმის მტკიცება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ დამფუძნებლისგან აიღოს სესხი, რასთან დაკავშირებით წარმოიქმნება დამატებითი ხარჯი, ბიზნეს ერთეულის პერსპექტივიდან გამომდინარე არის რაციონალური გადაწყვეტილება; წინააღმდეგ შემთხვევაში- თუ აღნიშნული სესხის აღებას არ ამყარებს ფინანსური და რაციონალური თვალსაზრისით მაშინ საგადასახადო ორგანოები როგორც ამას მრავალი პრაქტიკული ქეისი ადასტურებს- იყენებს საგადასახადო კოდექსის 73(9) მუხლს და სამეურნეო ოპერაციის ფორმას უცვლის კვალიფიკაციას და ახდენს სესხზე გადახდილი პროცენტის თანხების დივიდენდად დაგებვრას...
აღნიშნული სარისკო ოპერაციად დაკვალიფიცირება გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ სესხის პროცენტის სახით კომპანიიდან ფულადი თანხების გატანა გულისხმობს ბიუჯეტში ნაკლები გადასახადების გადახდას ვიდრე ეს თანხები გასულიყო ხელფასის ან დივიდენდის სახით, შედარებისთვის მოვიყვანთ მარტივ მაგალითს:
მაგალითად: შპს-მ აიღო 1000 ლ სესხი, წლიური 20%, ამ შემთხვევაში სესხისთვის გადახდილი 200ლ საგადასახადო კოდექსის მიხედვით იბეგრება მხოლოდ 5% => (200/0,95)*5% =10,53ლ ,
როდესაც დამფუძნებელს რომ ეს 200ლ შპს - დან გაეტანა:
