დაელოდეთ...

ტრანსფერ პრაისინგი

ტრანსფერ პრაისინგი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
irakli

ირაკლი მანაგაძე

2004 წ გაცვლით პროგრამით გაიარა აშშ Oglethorpe university -ში გადამზადების კურსი ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2002-2006 წლებში დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2007-2009 წლებში წარმატებით დაასრულა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - MBA
მეტი ინფორმაცია | Linkedin

2011-2017 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - PHD ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა წამყვან აუდიტორულ კომპანიებში მთ. ბუღალტერის, დამხმარე აუდიტორის, აუდიტის მენეჯერის პოზიციებზე; 2012 წლიდან დღემდე არის ელიტ აუდიტის გარიგების პარტნიორი და ხელმძღვანელი.


2011 წ. დან შემოღებულ იქნა საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების შეფასების წესები, რომელიც გათვალისწინებულია კოდექსის 126-129 მუხლებში. ფინანსთა მინისტრის N 423 ბრძანებით კი  „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ განიზასღვრა დეტალური მეთოდოლოგია ტრანსფერ პრაისინგთან მიმართებაში.

ტრანსფერ პრაისინგი საბაზრო ფასისი დადგენის პრინციპს წარმოადგენს და არეგულირებს საქართველოს საწარმოსა და ურთეირთდამოკიდებულ არარეზინდენტებს შორის განხორციელებულ ოპერაციებს - რამდენად შეესაბამება საბაზრო ფასებს (მაგალითად პროდუქციის/მომსახურების ფასი, სესხის პროცენტი..);

საგადასახადო  კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შემდეგი მეთოდები:

ა) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს;

ბ) გადაყიდვის ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით შესყიდული საქონლის დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებული მარჟა უდარდება შედარებადი და დამოუკიდებელი ოპერაციებით შესყიდული საქონლის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებულ მარჟას;

გ) ფასნამატის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით ფასნამატი, რომელიც დადებულია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ და არაპირდაპირ გაწეულ ხარჯებზე, უდარდება ფასნამატს, რომელიც დადებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ და არაპირდაპირ გაწეულ ხარჯებზე;

დ) ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ;

ე) ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მონაწილე თითოეულ საწარმოს მიეკუთვნება ამ ოპერაციიდან მიღებული მოგების/ზარალის ის წილი, რომელსაც, სავარაუდოდ, მიიღებდა დამოუკიდებელი საწარმო შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.

„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის თანახმად, იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, იმდენად, რამდენადაც ისინი ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ოპერაციების ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებით:

ა) მიწოდებული ქონების ან მომსახურების მახასიათებლები;

ბ) თითოეული საწარმოს მიერ ოპერაციებთან დაკავშირებით განხორციელებული ფუნქციები, გამოყენებული აქტივები და ნაკისრი რისკები;

გ) ოპერაციებთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები შემდეგის გათვალისწინებით;

დ) ეკონომიკური გარემოებები, რომლებშიც ხორციელდება ოპერაცია, კერძოდ ის გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საბაზრო შედარებადობის განსასაზღვრად;

ე) ოპერაციის მხარეების მიერ გამოყენებული სამეწარმეო სტრატეგიები, მათ შორის სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია ბაზარზე შეღწევასთან, დივერსიფიკაციასთან, ინოვაციებთან, პროდუქტის განვითარებასთან, რისკის აცილებასთან, პოლიტიკურ ცვლილებებთან და ა.შ.

ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს მე-7 მუხლის „ბ“ ნაწილის მიხედვთ, არსებობს ორი ფაქტორი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს შიდაჯგუფური მომსახურებებისთვის სატრანსფერო ფასწარმოქმნის ანალიზის დროს:

პირველი - რეალურად იყო თუ არა გაწეული მომსახურება და 

მეორე - რა შიდაჯგუფური ღირებულება უნდა მიესადაგოს ასეთ სერვისს გაშლილი ხელის პრინციპებთან შესაბამისად საგადასახადო მიზნებისათვის.

გაშლილი ხელის პრინციპის შესაბამისად, იყო თუ არა გაწეული მომსახურება ჯგუფის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიიღო ერთმა ან რამდენიმე შესაბამისმა ჯგუფმა ამ საქმიანობიდან რაიმე ეკონომიკური ან კომერციული სარგებელი, რაც მათ კომერციულ პოზიციებს გააუმჯობესებდა.

ამის დადგენა შესაძლებელია, თუ გაანალიზდება, რამდენს გადაიხდიდა დამოუკიდებელი კომპანია მსგავსი საქმიანობისათვის, რომელსაც მისთვის სხვა დამოუკიდებელი კომპანია შეასრულებდა ან თავად განახორციელებდა. თუ ხსენებული სიტუაცია ისეთია, რომ დამოუკიდებელი კომპანია არ გადაიხდიდა თანხას ან არ ექნებოდა მისი თავად შესრულების სურვილი, მაშინ, ის, გაშლილი ხელის პრინციპის შესაბამისად, არ უნდა ჩაითვალოს შიდა ჯგუფურ მომსახურებად.

ამასთანავე ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს 1.64 და 1.65 პარაგრაფებზე, რომლებიც ითვალისწინებს ძირითადად ორ შემთხვევას, როდესაც საგადასახადო ორგანომ შესაძლოა არ გაითვალისწინოს არსებული სტრუქტურა:

1.64. მართებულია და ლეგიტიმურია, რომ საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინოს გადამხდელის მიერ გაკონტროლებულ ტრანზაქციაში გამოყენებული სტრუქტურა, პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრანზაქციის ეკონომიკური შინაარსი განსხვავადება, მისი ფორმისგან. ასეთ დროს, საგადასახადო ადმინისტრაციას შეუძლია, არ გაითვალისწინოს ტრანზაქციის მხარეების მიერ მოცემული დახასიათება და შინაარსის მიხედვით გადააწყოს ის.

1.65. როდესაც, ტრანზაქციის ფორმა და შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება, მაგრამ ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით დადებული გარიგება, მთლიანობაში განხვავდება გარიგებისგან, რომელსაც დადებდა კომერციულად რაციონალურად მოქმედი დამოუკიდებელი კომპანია და რეალური სტრუქტურა პრაქტიკულად ხელს უშლის საგადასახადო ორგანოს სათანადო სატრანსფერო ფასის დადგენაში.

ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს მე-10 თავი ეხება ფინანსურ ოპერაციებს, რომლის B ნაწილის მიხედვთ, ფინანსურ ტრანზაქციებში წარმოშობილი ურთიერთობები შესაძლოა განსხვავდებოდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის განხორციელებული გარიგებების კომერციული მიზნებისაგან და მიუთითებს სახელმძღვანელოს პირველი თავის D.2. ნაწილზე (რეალურად განხორციელებული ტრანზაქციების აღიარება). პირველი თავის D.2. ნაწილის 1,65 პუნქტი გვეუბნება: „... როდესაც ტრანზაქციის ეკონომიკური შინაარსი განსხვავდება მისი ფორმისაგან, საგადასახადო ორგანოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ტრანზაქციის მხარეებს შორის მოცემული დახასიათება და შინაარსის მიხედვით გადააწყოს იგი. ასეთი შემთხვევის მაგალითია, როდესაც ასოცირებულ კომპანიაში კეთდება ინვესტიცია პროცენტიანი სესხის სახით, მაშინ, როცა მსესხებლის ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, ინვესტიციას ასეთი სტრუქტურა არ ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში, მართებული იქნება, თუ საგადასახადო ორგანო ინვესტიციას ეკონომიკური შინაარსის შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს და კაპიტალდაბანდებად ჩათვლის.



მაგალითისთვის განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც საქართველოს საწარმოს არარეზიდენტი დამფუძებელი აძლევს სესხს, ბუნებრივი აღნიშნული ქეისიც განიხილება ტრანსფერ პრაისინგის მოთხოვნათა შესაბამისობით და მისი კვალიფიკაცია დამოკიდებულია იმ მტკიცებულებათა ხარისხზე, რომლითად დადასტურდება, რომ ოპერაციის ფორმა და შინაარსი შესაბამისობაშია ერთმანეთთან (აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩვენი შესაბამისი სტატია ). 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების თანახმად:

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.

2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით - არარეზიდენტთან მიმართებაში გაითვალისწინება აგრეთვე ქვეყანათა შროის ორმგაი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების შესაბამისი შეთანხმებები, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:

ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;

ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.

7. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევაზედაც, როდესაც საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას თავის მუდმივ დაწესებულებასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსფერ პრაისინგი საქართველოში საკმაოდ ახალი საგადასახადო საკითხია და მისი ცნობადობის დონე ჯერ კიდევ საგანგაშოდ დაბალია. დღესდღეობით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგადასახადო რისკს იმ პირებისთვის, რომელთაც ეს საკითხი ეხებათ.


CRX