დაელოდეთ...

  არ შეიძლება, ვინაიდან მიკრო ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველია.

  მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს ან ელექტრონულად წარადგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში განცხადების მიღებიდან გონივრულ  ვადაში გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს.

  მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს აკრძალული აქვს ნებისმიერი პირის შრომის გამოყენება, გარდა ოჯახის წევრისა.

  მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება; ამასთან, არარეზიდენტი პირისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია, ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით.

თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მიკრობიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრობიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით.

მაგალითი:

  გიორგიმ 2021 წლის 25 ივნისიდან მიიღო მიკრობიზნესის სტატუსი. მოცემული მომენტისათვის მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 15 000 ლარს, ბიუჯეტში კი მიმდინარე გადასახდელების სახით გადახდილი ჰქონდა 1000 ლარი. საანგარიშო წლის დასრულებამდე მან კიდევ მიიღო შემოსავალი 7000 ლარის ოდენობით. ანალიზი: ვინაიდან გიორგიმ სტატუსი მიიღო 2021 წლის 25 ივნისიდან, მიკრობიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მის მიერ 2021 წლის 25 ივნისიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, ანუ 7000 ლარზე.

 ამასთან, მის მიერ სტატუსის მინიჭებამდე შემოსავლები (15 000 ლარი) დაექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. გიორგის მიერ 2022 წლის 1 აპრილამდე წარსადგენ დეკლარაციაში მიკრობიზნესის სპეციალური რეჟიმით დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ნაწილში აისახება 7 000 ლარი.

 ამასთან, ფიზიკურ პირს სტატუსის მიღების შემდგომ მიმდინარე გადასახდელები აღარ დაერიცხება.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.

პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი გაუუქმდება, თუ:

ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთი აღემატება 45 000 ლარს. 

გ) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;

დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული თანამშრომელი (დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეული იყოს ოჯახის წევრები);

ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;

ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-8).

  თუ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მიკრობიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მიკრობიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. ამასთან, აღნიშნული იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან იგი დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას, მას უფლება აქვს  ამ მომენტის დადგომიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისთვის. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობისას მას ავტომატურად გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და  გათავისუფლდება დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან.


CRX