დაელოდეთ...

მოცემულ შემთხვევაში ტრანსპორტირების სახეში არჩეულ უნდა იქნას „საავტომობილო-უცხო ქვეყნის“.

მოცემულ შემთხვევაზე შეზღუდვა არ არის.

ტრანსპორტირების თარიღის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ 3 დღით.

  პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის ტრანსპორტირებას ან მიწოდებას,  ზედნადების გარეშე აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირების/მიწოდების შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა.

 სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, გადასახადის გადამხდელი ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. (იხ. სსკ-ს 286-ე მუხლი)

 სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა.

  სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

  მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად არ არის სავალდებულო, პირი იყოს რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკურ პირად.

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად;
  •  არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას (გარდა ოჯახის წევრისა);
  •  დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის აკრძალულ საქმიანობათა რიცხვს მიეკუთვნება: 

  •   საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებაა ან ნებართვას, გარდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობისა;
  • საქმიანობები, რომელთა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა, გადააჭარბოს 30000 ლარს;
  • სავალუტო ოპერაციების ქმედება;
  • სამედიცინო (გარდა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოფლის ექიმისა და ექთნის/ფერშლის მიერ გაწეული სამედიცინო საქმიანობისა), არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
  • სათამაშო  ბიზნესი;
  • ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც  პირი აწარმოებს, ყიდულობს ან ამუშავებს საქონელს).

 მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა, დამატებით, შესაძლებელია იღებდეს  საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემოსავლებს. ასეთი შემოსავლის სახეები არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მიკრო ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ შემოსავალში. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავლები საშემოსავლო გადასახადით იბეგრება საერთო წესით.

ასეთი შემოსავლებია:

  • ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალი;
  • სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;
  • სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები;
  • ჩუქებით მიღებული შემოსავალი;
  • ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია უძრავი ქონე­ბის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით;
  • მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი;
  • დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;
  • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
  • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;
  • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი;

CRX