მოცემულ შემთხვევაზე შეზღუდვა არ არის.
ტრანსპორტირების თარიღის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ 3 დღით.
პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის ტრანსპორტირებას ან მიწოდებას, ზედნადების გარეშე აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირების/მიწოდების შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა.
სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, გადასახადის გადამხდელი ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. (იხ. სსკ-ს 286-ე მუხლი)
სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა.
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.