მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადების გამოწერა.
სატრანსპორტო საშუალების რამდენჯერმე ცვლილების შემთხვევაში, შესაძლებელია ზედნადების კორექტირება. ასევე გადამხდელს მოცემულ შემთხვევაში შეუძლია ტრანსპორტირების დაწყებისას აირჩიოს ის ტრანსპორტირების სახე, რითაც ახდენს გადაზიდვას, (მაგ. საავტომობილო) ხოლო ტრანსპორტირების ცვლილებისას გამოწეროს ახალი ზედნადები და მიუთითოს ტრანსპორტირების შესაბამის სახე (მაგ. სარკინიგზო).
მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ხდება საქონლის გადატანა ერთი მისამართიდან მეორე მისამართზე სავალდებულოა შიდა გადაზიდვის ზედნადების გამოწერა.
შიდა გადაზიდვის ზედნადები გამოიწერება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ახდენს საკუთრებაში არსებული საქონლის ტრანსპორტირებას და არ ხდება საქონლის მიწოდება (რეალიზაცია), ხოლო დისტრიბუციის ზედნადები გულისხმობს საქონლის მიწოდებას გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლის (დისტრიბუტორის) მიერ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირმა უნდა გამოწეროს შიდა გადაზიდვის ზედნადები.
შიდა გადაზიდვის ზედნადებში საქონლის ფასის მითითება სავალდებულო არ არის.
დასრულებული ზედნადების გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედნადებზე გამოწერილია დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადების გამოწერა ხდება გამყიდველის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში გამოიწერება უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადები.
დასრულებული ზედნადების კორექტირება შესაძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედნადებზე გამოწერილია დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მოცემულ შემთხვევაში ტრანსპორტირების სახეში არჩეულ უნდა იქნას „საავტომობილო-უცხო ქვეყნის“.