საგადასახადო სანქცია არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობებით; დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო და/ან განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც შეუძლებელი ხდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:
- სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვ.);
- საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;
- მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამ შემთხვევაში დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა 2 თვეს აღემატება, ვინაიდან ვადის გადაცილების 2 თვიანი პერიოდი ამოიწურა 15 აპრილს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს სსკ-ის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაეკისრება ჯარიმა ამ დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. ამასთან, თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს დეკლარაციის დაგვიანებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.
შენიშვნა: თუ 2 თვიანი პერიოდის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, 2 თვიანი პერიოდი ამოიწურება შემდეგ სამუშაო დღეს.
- 2018 წლის დეკემბერში საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეცვლილია საგადასახადო დეკლარაციაში /გაანგარიშებაში თანხის შემცირების დროს ჯარიმის გამოანგარიშების წესი. ამ ცვლილებების შესაბამისად, გადამხდელის მიერ დეკლარაციაში გადასახადის შემცირების დროს მნიშვნელოვანია გაირკვეს - შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში აღნიშნული გადასახადის თანხის რამდენი პროცენტია.
- განსახილველ შემთხვევაში, შემცირებული გადასახადის თანხა (500 ლარი) დეკლარირებული თანხის 20%-ზე მეტია. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირი დაჯარიმდება შემცირებული გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით.
სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო–სალარო აპარატის გარეშე მუშაობა იწვევს გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით .
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო–სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5%-ის ოდენობით. ამასთანავე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდზე (პერიოდებზე), დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით, ამ კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები არ გამოიყენება.
სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების 50 %-ის ოდენობით.
