დაელოდეთ...

პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი გაუუქმდება, თუ:

ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთი აღემატება 45 000 ლარს. 

გ) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;

დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული თანამშრომელი (დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეული იყოს ოჯახის წევრები);

ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;

ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-8).

  თუ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მიკრობიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მიკრობიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. ამასთან, აღნიშნული იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან იგი დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას, მას უფლება აქვს  ამ მომენტის დადგომიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისთვის. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობისას მას ავტომატურად გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და  გათავისუფლდება დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე შესაძლებელია  განხორციელდეს მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი პროცედურები:

ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;

ბ) დათვალიერება;

გ) შესაბამის შემთხვევებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;

დ) ქრონომეტრაჟი;

ე) ინვენტარიზაცია.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს. ასევე, სსკ-ის 155-ე მუხლის თანახმად მიმდინარე გადასახადს  არ გადაიხდის პირი, რომელსაც მიმდინარე წელს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი.

 მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას.

 მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს არ აქვს   შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ვალდებულება, თუმცა მას შეუძლია, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში გამოწეროს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომელშიც აუცილებლად უნდა მიუთითოს მისი სტატუსი და სერტიფიკატის ნომერი.

თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი და მას არ მიუღია მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.


CRX