269.7 საგადასახადო დავებში ყველაზე ხშირად მოთხოვნილი შეღავათია — და ყველაზე ხშირად უარყოფილიც. 587 გამოქვეყნებული დავის ანალიზმა აჩვენა, სად გადის ზუსტი ზღვარი „საპატიებელ შეცდომასა“ და „სისტემურ უწესრიგობას“ შორის — და რომელი პროცედურული დეტალი ღირს ათასობით ლარი.
გაყიდეთ აქტივი და არ იცით, დაიბეგრება თუ არა მიღებული შემოსავალი? პასუხი სამ ფაქტორზეა დამოკიდებული: რა ტიპის აქტივს ყიდით, რამდენ ხანს გქონდათ საკუთრებაში და გამოიყენებოდა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობაში. ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება №143 ამ კითხვებს დეტალურად პასუხობს.
საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თუ კუთვნილი გადასახადის თანხა გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი.
საურავი ერიცხება საგადასახადო დავალიანების ძირ თანხას, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 0,05 პროცენტის ოდენობით. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღეც ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ. საგადასახადო სანქციას საურავი არ ერიცხება.
ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს არ დაერიცხება საურავი, ვინაიდან საურავი ერიცხება საგადასახადო დავალიანების თანხას, რომელიც გამოიანგარიშება ყველა გადასახადის მიხედვით და იგი არის სხვაობა პირის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და მის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის.
საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საგადასახადო შემოწმების აქტში. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და შეადგინოს „საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვადის განსაზღვრის აქტი“. აღნიშნული ვადის მოქმედების პერიოდში პირს იმავე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
