მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა (გადაჭარბების თვის დასაწყისიდან იმავე კალენდარული წლის ბოლომდე).
მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება მცირე ბიზნესის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შემოსავლის სახეები, რომელიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა, დამატებით, შესაძლებელია იღებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემოსავლებს. ასეთი შემოსავლის სახეები არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ შემოსავალში. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავლები საშემოსავლო გადასახადით იბეგრება საერთო წესით.
ასეთი შემოსავლებია:
- ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა;
- სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;
- სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები;
- ჩუქება;
- ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით;
- მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი;
- დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;
- პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
- როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;
- ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი;
- პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა შეიცვალა ან დაიმატა მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ნებადართულ საქმიანობა, მას შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი განაცხადი -,,მიკრო/მცირე ბიზნესის საქმიანობის ცვლილების შესახებ“ რის საფუძველზეც გაცემულ სერტიფიკატში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.
მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ:
პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა კალენდარული წლის დასრულებამდე.
მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ :
პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა;
ამასთან, თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა, 2 კალენდარული წლის მონაცემების მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500 000 ლარს, მაგრამ იგი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობდა მხოლოდ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, აღნიშნული არ ჩაითვლება მისთვის სტატუსის გაუქმების საფუძვლად.
თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, მას სტატუსი უუქმდება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
თუ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის, მას სტატუსი გაუუქმდება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
ფიზიკური პირი მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს ელექტრონული განცხადებით - „მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება“
იხილეთ მცირე ბიზნესის მიერ 2022 წლის საშამოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის (100 000 ლარის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ავანსი, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
• საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
• დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
• სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციას წარმოადგენს:
• დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (გარდა ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრისა), თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
• დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
2021 წლის პირველი იანვრიდან თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით
ამასთან, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია მომსახურების გაწევამდე და ანაზღაურების მომენტში თანხის მიმღები პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ მომსახურების გაწევის მომენტი.
რა შემთხვევაში ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი?
2021 წლის 1 იანვრიდან დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება, დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობა/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ:
• პირი, დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში;
• პირი, სარემონტო მომსახურების/სამუშაოებს იძენს იმ პირისგან, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
„გადასახდების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 49-ე პუნქტის თანახმად, საქონლის იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომელიც შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების ნაწილად და ექვემდებარება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას.
2021 წლის 1 იანვრიდან ეკონომიკურ საქმიანობად აღარ განიხილება სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას), იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი.
შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებები აღარ იბეგრება დღგ-ით.
აღნიშნული არ ეხება ისეთ მომსახურებებს როგორიცაა:
• ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისა;
• წყლის, გაზის, ელექტროენერგიის ან თბოენერგიის მიწოდებისა;
• საქონლის ტრანსპორტირებისა;
• პორტის ან აეროპორტის მომსახურებისა;
• მგზავრის ტრანსპორტირებისა;
• რეალიზაციის მიზნით წარმოებული საქონლის მიწოდებისა;
• საშუამავლო სააგენტოს მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისა;
• გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებისა;
• დასაწყობებისა;
• სარეკლამო საქმიანობისა;
• ტურისტული აგენტის საქმიანობისა;
• საზოგადოებრივი კვებისა;
• რადიო- და ტელესამაუწყებლო საქმიანობისა.
