დაელოდეთ...

 ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

  დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5%-ის ოდენობით. ამასთანავე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდზე (პერიოდებზე), დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით, ამ კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები არ გამოიყენება.

 სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების  50 %-ის ოდენობით.

პირს საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება:

  საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;

საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში; 

სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;

თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

გაზეთების, ჟურნალებისა და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა. 

საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას;  

თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.

 სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას-მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით განხორციელებული მიწოდებისას, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს). ამასთან, სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება თუ ამავე ოპერაციაზე გამოიწერება საგადასახადო დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ზედნადების კორექტირება ტრანსპორტირების სახის შეცვლის მიზნით.

 სასაქონლო ზედნადებში შეტანილი მონაცემების კორექტირება შესაძლებელია. გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში კორექტირების ღილაკის გააქტიურებით, პროგრამა საშუალებას იძლევა განხორციელდეს მონაცემების ცვლილება.

 ზედნადებში არ კორექტირდება შემდეგი მონაცემები- ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება ზედნადებს, ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო, ასევე ზედნადების ტიპი (მაგ. დისტრიბუცია, მიწოდება ტრანსპორტირებით, შიდა გადაზიდვა და ა.შ) და კატეგორია.

 ამ შემთხვევაში  გამოიწერება  სასაქონლო ზედნადები, სადაც „ზედნადების ტიპი“- მიეთითება "ტრანსპორტირებით", ხოლო ტრანსპორტირების სახე "სხვა" სადაც შესაძლებელია მიეთითოს ტრანსპორტის დასახელება.

სასაქონლო ზედნადების თავიდან გამოწერა მოცემულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო, შესაძლებელია ზედნადების კორექტირება.


CRX