დაელოდეთ...

  საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგი ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, ხოლო, რაც შეეხება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს, აღნიშნული სამართალდარღვევები განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.

  საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს საგადასახადო სანქციისაგან გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი, თუ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი გაუუქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

ფულადი  ჯარიმის  ნაცვლად , საგადასახადო სანქციის სახით გაფრთხილება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებისა).

საგადასახადო სანქცია არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობებით; დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო და/ან განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც შეუძლებელი ხდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

  • სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვ.);
  • საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;
  • მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

  გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

  ამ შემთხვევაში დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა 2 თვეს აღემატება, ვინაიდან ვადის გადაცილების 2 თვიანი პერიოდი ამოიწურა 15 აპრილს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს სსკ-ის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაეკისრება ჯარიმა ამ დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. ამასთან, თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს დეკლარაციის დაგვიანებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.


შენიშვნა: თუ 2 თვიანი პერიოდის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, 2 თვიანი პერიოდი ამოიწურება შემდეგ სამუშაო დღეს.

  • 2018 წლის დეკემბერში საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა  ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეცვლილია საგადასახადო დეკლარაციაში /გაანგარიშებაში თანხის შემცირების დროს ჯარიმის გამოანგარიშების წესი. ამ ცვლილებების შესაბამისად, გადამხდელის მიერ დეკლარაციაში გადასახადის შემცირების დროს მნიშვნელოვანია გაირკვეს -  შემცირებული გადასახადის  თანხა ამ დეკლარაციაში აღნიშნული გადასახადის თანხის რამდენი პროცენტია. 
  • განსახილველ შემთხვევაში, შემცირებული გადასახადის თანხა (500 ლარი) დეკლარირებული თანხის 20%-ზე მეტია. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირი დაჯარიმდება შემცირებული გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით.

 სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 

 მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო–სალარო აპარატის გარეშე მუშაობა იწვევს გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით .

 მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო–სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. 


CRX