დაელოდეთ...

მოგების გადასახადით იბეგრება:

  ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა);

 შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირზე, აგრეთვე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირზე (გარდა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა.

აღნიშნული არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და  სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ცალკეულ შემთხვევებში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა იბეგრება მოგების გადასახადით. მათ, შორის:

ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი;

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე მოგების გადასახადისაგან  გათავისუფლებული პირისათვის ავანსის გადახდა;

და სხვა.

საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (გარდა იმ პირისა, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება მოგების განაწილებისას) ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

საწარმო მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის მოგების გადასახადს.

მოგების განაწილებად ითვლება:

  საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე;

 კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს;

საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან.

განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საწარმო მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის მოგების გადასახადს.

ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი. შესაბამისად, ასეთი დაბეგვრის ობიექტები მოგების გადასახადით იბეგრება იმ საანგარიშო თვეში, როცა დადგა მათი ფაქტობრივი გაწევის/განხორციელების მომენტი.

  გადახდების/ განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო  თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

მოგების გადასახადის განაკვეთია 15 %. 

მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა = განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.



CRX