რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
- განაწილებული მოგება;
- გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
- უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
- წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის/გაწეული ხარჯის (თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს) 1 %-ს.
საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%.
საბანკო დაწესებულებას, საკრედიტო კავშირს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და სესხის გამცემ სუბიექტს;
სადაზღვევო ორგანიზაციას 2024 წლის 1 იანვრამდე;
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირს, ამ საქმიანობის ნაწილში;
ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს სსკ-ის 97-ე მუხლის შესაბამისად.
2019 წლის 1 იანვრიდან. მოგების ყოველთვიური გადასახადი ვრცელდება რეზიდენტ საწარმოზე და არარეზიდენტ საწარმოზე, რომელიც საქართველოში საქმიანობს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით.