დაელოდეთ...

ოფშორული ზონიდან აქტივების გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათები ამოქმედდა

ოფშორული ზონიდან აქტივების გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათები ამოქმედდა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
irakli

ირაკლი მანაგაძე

2004 წ გაცვლით პროგრამით გაიარა აშშ Oglethorpe university -ში გადამზადების კურსი ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2002-2006 წლებში დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2007-2009 წლებში წარმატებით დაასრულა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - MBA
მეტი ინფორმაცია | Linkedin

2011-2017 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - PHD ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა წამყვან აუდიტორულ კომპანიებში მთ. ბუღალტერის, დამხმარე აუდიტორის, აუდიტის მენეჯერის პოზიციებზე; 2012 წლიდან დღემდე არის ელიტ აუდიტის გარიგების პარტნიორი და ხელმძღვანელი.


ამა წლის 29 მაისს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით(სსკ 309 მუხლი 146 ნაწილი, ცვლილები იხ.ბმულზე) - იმ შემთხვევაში თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში ე.წ ოფშორულ ზონაში(ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალი იხ.ბმულზე) რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოს და საქართველოს საწარმოს წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) ფლობს და კანონის ამოქმედების თარიღიდან 2028 წ 1 იანვრამდე ოფშორული ზონის საწარმო ქართულ საწარმოს გადასცემს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლებას, მაშინ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში ოფშორული საწარმო, აგრეთვე მისი დამფუძნებელი ან დამფუძნებლები არ დაიბეგრებიან საწართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის კუთხით საშემოსავლო და მოგების გადასახებიდან, ასევე აღნიშნული აქტივების იმპორტისთვის საქართველოში არ გადაიხდიან იმპორტის გადასახადს და საქართველოს საწარმო აღნიშნულ აქტივებზე 2030 წ 1 იანვრამდე არ გადაიხდის ქონების გადასახდს.

ოფშორული ზონების არსისა და დაბეგვრის თავისებურებების შესახებ გთხოვთ იხილოთ ჩვენი შესაბამისი  სტატია 




CRX