ფინანსური ანგარიშგების მომზადება-წარდგენა

თუ გსურთ დახმარება ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ჩვენ უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებით. ფორმის შესავსებად დააჭირეთ აქ
“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიები ვალდებულნი არიან მოამზადონ 2022წ ფინანსური ანგარიშგება და წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის - www.reportal.ge - ზე მიმდინარე წლის 2 ოქტომბრამდე.
ამავე კანონს თანახმად, კომპანიები დაიყო 4 კატეგორიად და განისაზღრვა ანგარიშგების მომზადების სტანდარტი თითოეული კატეგორიისთვის.
თქვენი კომპანიის ზომითი კატეგორიის განსაზღვრისა და კატეგორიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ;
პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის. ხოლო, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები გათავისუფლებულნი არიან აუდიტის მოთხოვნისგან.
ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს შემდგომ პასუხისმგებლობას:
- ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის – 500 ლარი;
- ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსთვის – 1 000 ლარი;
- გ) მეორე კატეგორიის საწარმოსთვის – 5 000 ლარი;
- დ) პირველი კატეგორიის საწარმოსა და სდპ-ისათვის 10 000 ლარი.
დაჯარიმება არ ანთავისუფლებს სუბიექტს ანგარიშგების წარუდგენლობისგან, არამედ დაჯარიმებიდან დაჯარიმებიდან 1 თვის ვადაში ანგარიშგების ჩაუბარებლობა იწვევს გაორმაგებულ ჯარიმას.
თუ გადაწყვიტეთ, რომ დახმარების გარეშე მოამზადოთ ფინანსური ანგარიშგება მაშინ გამოგადგებათ ჩვენს საიტზე გათავსებული ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგებების შესახებ. დააჭირეთ აქ
ელიტ აუდიტი გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში დახმარებას, საჭიროებისამებრ - ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, საგადასახადო აუდიტს, იურიდიულ დახმარებას ადმინისტრაციულ ორგანოებთან დავაში, ბიზნეს გეგმის შედგენას, ფინანსური კონსულტაციებს, ბუღალტერიის მოწესრიგებას...