დაელოდეთ...

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის გამოთვლის წესი

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის გამოთვლის წესი

როგორც ვიცით ზომითი კატეგორიის სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთი არის დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა(შემდგომში დსრ), რომელიც გამოითვლება ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის სამსახურის უფროსის N ნ-7 ბრძანების მიხედვით, შემდეგი წესით:

საჭიროა ჯერ დავადგინოთ რამდენია კონკრეტული თვის განმავლობაში დსრ, შემდგომში წლიური დსრ გამოსათვლელად კი მარტივად გამოვითვლით საშუალო არითმეტუკილის სახით: ყოველი თვის დსრ დავაჯამებთ და გავყოფთ 12-ზე (თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდია 12 თვე);

როგორ გამოვითვალოთ კონკრეტული თვის ჭრილში დსრ? 

მაგალითად: თუ თვე შედგება 30 დღისგან (1-დან 30 რიცხვის ჩათვლით) 

პირველი 10 დღის განმავლობაში სუბიექტს ყავს 15 დასაქმებული,

მომდევნო 10 დღის განმავლობაში 18 დასაქმებული, 

ხოლო ბოლო 10 დღის განმავლობაში- 22 დასაქმებული, ამ შემთხვევაში 

თვის დსრ = ( (10*15)+(10*18)+(10*22) )  /30 = 18,33(თუ მეათედის ციფრი 5 ან 5-ზე მეტია, მაშინ გავზრდით ერთით) ანუ 18

შენიშვნა: დასვენების და უქმე დღეებში დასაქმებულთა რაოდენობად ჩაითვლება წინა სამუშაო დღის დასაქმებულთა რაოდენობა.

ასევე დასაქმებულად ჩაითვლება ანაზღაურებად სტაჟირებაზე მყოფი პირიც;

იხ.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ვიდეო

როგორ გამოითვლება არასრული განაკვეთის თანამშრომელის შემთხვევაში დსრ?

სუბიექტი უფლებამოსილია არასრულ განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობა აღრიცხოს მათ მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების პროპორციულად;

მაგალითად: თუ სუბიექტს დადგენილი აქვს სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8 სთ, ხოლო კონკრეტულმა დასაქმებულმა იმუშავა 3 სთ დღეში, ამ შემთხვევაში დასაქმებული დასაქმებულთა რაოდენობაში აღირიცხება შემდეგი რაოდენობით 3/8=0.4


CRX