ომარ გვარლიანი 2016 წლიდან ჩართულია ბიზნეს გადაწყვეტილებების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. მას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ელიტ აუდიტის პროდუქტების განვითარებაში — ჩართულია ERP და საცალო გაყიდვების გადაწყვეტილებების შემუშავებისა და ლოკალიზაციის საკითხებში.
იგი ყოველდღიურად მუშაობს SAP გადაწყვეტილებაზე სხვადასხვა მოდიფიკაციის (add-on) განხორციელების კუთხით, რომელთა საშუალებითაც პროგრამული გადაწყვეტილება მაქსიმალურად ერგება დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნებსა და ინდუსტრიის გამოწვევებს.
მისი კარიერული ზრდა სწორედ ელიტ აუდიტში დაიწყო SAP გადაწყვეტილების დეველოპერის პოზიციით. ამჟამად ხელმძღვანელობს პროგრამირებისა და IT ოპერაციების დეპარტამენტს.
