დაელოდეთ...

← გუნდთან დაბრუნება

ემზარ ფუხაშვილი

იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი — სისხლის სამართალი

ემზარ ფუხაშვილს აქვს იურიდიული საქმიანობის 25 წელზე მეტი გამოცდილება სისხლის სამართლის მიმართულებით.

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1999-2005 წლებში მუშაობდა ადვოკატად იურიდიულ ფირმა „სიმართლეში", 2006 წელს კი — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტად სამოქალაქო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში.

2006-2013 წლებში ეკავა განყოფილების პროკურორის, განყოფილების უფროსისა და უფროსი პროკურორის პოზიციები სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში; 2013-2023 წლებში იყო ქალაქ თბილისის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ხოლო 2023 წლიდან — საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორი.

წარმატებით აქვს ჩაბარებული მოსამართლეობის, პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

CRX