დაელოდეთ...

არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი

არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი

შემოსავლების სამსახურის უფროსმა  2021 წლის 29 აპრილს გამოსცა ბრძანება №13617, რომლის მიხედვითაც:

არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ენიჭება:

დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებულ პირს, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია. ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია.

CRX