დაელოდეთ...

აქტივი კაპიტალში 50%-ის ან მეტი წილის სანაცვლოდ: რა არის საგადასახადო ღირებულება

აქტივი კაპიტალში 50%-ის ან მეტი წილის სანაცვლოდ: რა არის საგადასახადო ღირებულება

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება №208 განმარტავს, რომ 50%-ის ან მეტი წილის პირობისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ-ის) 151-ე მუხლის სხვა მოთხოვნების დაცვით კაპიტალში შეტანილი შეძენილი აქტივი საგადასახადო მიზნით გადამცემის ღირებულებით აღირიცხება: შეძენისა და ღირებულების გამზრდელი ხარჯებით.

კაპიტალის შემცირებისას ან ლიკვიდაციისას პარტნიორზე ქონების გაცემისას შენატანზე მეტი ნაწილი №208-ის მიხედვით დივიდენდად განიხილება; საშემოსავლო გადასახადისთვის გამონაკლისიც არის გათვალისწინებული. პრაქტიკაში ღირებულებაზე დავები იყო, ერთ საქმეში კი ნორმის განსხვავებული განმარტებაც გვხვდება. გირჩევთ, შენატანის საგადასახადო ღირებულება განაცემამდე გადაამოწმოთ.

კონკრეტული ოპერაციის შეფასება გჭირდებათ? დაგვირეკეთ: 598 21 27 01.

CRX