სალაროს ნაშთი ხელფასად — როგორ ითვლება გონივრული ნაშთი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
შემოწმებამ სალაროს ნაშთი ხელფასად ჩაგითვალათ? ჯერ აღადგინეთ ფულის მოძრაობა და გადაამოწმეთ გონივრული ნაშთი. ორ დამოუკიდებელ დავაში წინა ბრძანებების შესრულებისას გონივრული ნაშთის კორექტირებასთან ერთად შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. ამიტომ საჩივრის საფუძველი კონკრეტული გაანგარიშებითა და დოკუმენტებით აჩვენეთ.
სალაროს ნაშთის გაანგარიშებისა და გასაჩივრების საფუძვლების შესაფასებლად მოგვმართეთ: ai.eaudit.ge/dava ან ტელეფონით: 598 21 27 01.
დანართი №9 გონივრული ნაშთის დასადგენად შესაბამისი თვის საკასო შემოსავალსა და ხარჯს იყენებს. ის ასევე ადგენს გამოყენების ზღვრებს, სპეციალურ შემთხვევებს და დაბეგვრის პერიოდს. დირექტორზე მიკუთვნების წესიც პირობითია: მეთოდიკა სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირის არსებობას ითვალისწინებს.
