ჯარიმისა და საურავის გასაჩივრება — რა მუშაობს პრაქტიკაში
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
შემოწმების აქტსა და საგადასახადო მოთხოვნაში გადასახადთან ერთად ჯარიმა და საურავი დაგერიცხათ? ჯერ გადაამოწმეთ გადასახადის საფუძველი. ორ დამოუკიდებელ დავაში წინა ბრძანებების შესრულებისას გადასახადის შემცირებას ჯარიმის შემცირებაც მოჰყვა. ცალკე შეამოწმეთ ჯარიმის განაკვეთი და საურავის პერიოდი.
თქვენი აქტის, მოთხოვნისა და გასაჩივრების საფუძვლების შესაფასებლად მოგვმართეთ: ai.eaudit.ge/dava ან ტელეფონით: 598 21 27 01.
მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში არჩევანი გააკეთეთ: თუ დარიცხვის საფუძველს ედავებით — გაასაჩივრეთ; თუ მოთხოვნას ეთანხმებით — შეაფასეთ ჯარიმის 50%-ის გაუქმების პირობები. მეორე გზით სარგებლობა ამ მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმას ნიშნავს. საჭიროა გადასახადის სრულად და ჯარიმების 50%-ის ფაქტობრივად გადახდა და მოთხოვნის აღიარება იმავე 30 დღეში. საფუძველი: სსკ 269.11 და ბრძანება №20688-ის დანართის მე-4–მე-5 მუხლები.
