დაელოდეთ...

საპენსიო შენატანზე ჯარიმა დაგეკისრათ და ჯერ არ გადაგიხდიათ?

საპენსიო შენატანზე ჯარიმა დაგეკისრათ და ჯერ არ გადაგიხდიათ?

საპენსიო შენატანზე ჯარიმა დაგეკისრათ და ჯერ არ გადაგიხდიათ? ჯარიმა გაუქმდება, თუ შენატანს და საურავს 2026 წლის 31 დეკემბრამდე სრულად გადაიხდით.

ეს ერთჯერადი შეღავათია. 17 სექტემბერს გამოქვეყნდა და იმავე დღეს ამოქმედდა კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“.

ვის ეხება

  • დამსაქმებელს, რომელსაც საპენსიო შენატანის დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165¹¹ მუხლი), მათ შორის განმეორებითი;
  • თუ დადგენილება 2025 წლის 1 მაისიდან კანონის ამოქმედებამდე პერიოდზე გამოიცა და ჯერ არ აღსრულებულა.

ვის არ ეხება

  • 2025 წლის 1 მაისამდე ჩადენილ დარღვევას;
  • ჯარიმას, რომელიც უკვე გადახდილია ან აღსრულებულია — ის არ ბრუნდება;
  • დადგენილებას, რომელიც ძველ პერიოდზე კანონის ამოქმედების შემდეგ გამოიცა.

რა უნდა გააკეთოთ

  1. 31 დეკემბრამდე სრულად გადაიხადეთ საპენსიო შენატანი — საკუთარი სახელითაც და დასაქმებულის სახელითაც — და მასზე დარიცხული საურავი.
  2. განცხადება არ გჭირდებათ: ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არც ერთ უწყებას არ მიმართავთ.
  3. ნუ გადადებთ ბოლო დღეებისთვის. საქმის განხილვა 31 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებულია, მაგრამ საურავი ამ დროსაც ერიცხება. თუ პირობა არ შესრულდა, საქმე იმ ეტაპიდან გაგრძელდება, სადაც შეჩერდა.

15 ოქტომბრიდან ახალი წესი მოქმედებს: შენატანის შეუსრულებლობაზე ჯარიმა 300 ლარია და უქმდება, თუ დაკისრებიდან 10 სამუშაო დღეში გადაიხდით შენატანს და მონაწილის მიუღებელ სარგებელს.

წყაროები

  • „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი №1861/5-VIმს-XIმპ (16.09.2026, გამოქვეყნდა 17.09.2026) — მე-2 მუხლი, მე-3 მუხლის 1-ლი–მე-4 და მე-9 პუნქტები: https://matsne.gov.ge/ka/document/view/7002597
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება №1861/1-VIმს-XIმპ (16.09.2026) — 37³ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/7002663

გჭირდებათ საგადასახადო, საბუღალტრო ან იურიდიული კონსულტაცია? 👉 კონსულტაციის მოთხოვნა — დაგვიტოვეთ ნომერი და დაგიკავშირდებით.

CRX