დაელოდეთ...

საქონელი გაფუჭდა — დავაში რატომ ითვლება გაყიდულად

საქონელი გაფუჭდა — დავაში რატომ ითვლება გაყიდულად

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

საქონელი შემოვიდა. ნაწილი გაიყიდა, ნაწილი გაფუჭდა და გადაიყარა, ნაწილი კი ჩალის ფასად გაიტანეს. ბუღალტერიაში ეს ან თვის ბოლოს ერთი ჯამით „ჩამოიწერა“, ან საერთოდ არ აისახა.

შემოწმება სხვაგვარად ითვლის. შემოსული საქონლიდან აკლებს დოკუმენტით გაყიდულს და ნაშთს, რომელიც ინვენტარიზაციით აღიწერა ან დოკუმენტებით გაიანგარიშეს. რაც დარჩა, დოკუმენტის გარეშე გაყიდულად ითვლება: მასზე ფასი ვრცელდება, მერე დღგ და ჯარიმა.

საჩივარში ამ დროს ერთი არგუმენტი ჩნდება: საქონელი მალფუჭებადია და ნაწილი გაფუჭდა. განხილულ ხუთ გადაწყვეტილებაში — შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს — ამ არგუმენტმა შესაბამისი დარიცხვა ვერ შეცვალა; დავები გაყიდულად მიჩნევასაც ეხებოდა და ფასის განსაზღვრასაც. ორ სხვა საქმეში საკითხი ხელახლა შესასწავლად დაბრუნდა, მაგრამ არა მალფუჭებადობის გამო: ფაქტები სრულად ვერ დადგინდა. ბუნებრივი დანაკარგი ცალკე საკითხია: საკითხს ნორმა ან დასკვნა ხსნიდა, შედეგს კი ის წყვეტდა, ადასტურებდა თუ არა აღრიცხვა ნორმის პირობებს. დაბრუნება და დავალება მოგება არ არის.

CRX