დაელოდეთ...

ბინა იყიდე — სხვისი საგადასახადო ვალი გადმოგყვა? რას ამოწმებს საბჭო

ბინა იყიდე — სხვისი საგადასახადო ვალი გადმოგყვა? რას ამოწმებს საბჭო

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

ბინა ან ავტომობილი იყიდეთ, გადაფორმებაც მოხდა, გასხვისების მცდელობისას კი ამონაწერში სხვა პირის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული გირავნობა/იპოთეკა აღმოაჩინეთ. ვალი თქვენი არ არის, შეზღუდვა — თქვენს ქონებაზეა.

ასეთი დავა შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წინაშე რამდენიმე საქმეში განხილულა. რამდენიმე საქმეში გადამწყვეტი იყო, გირავნობის რეგისტრაციამდე წარმოგეშვათ თუ არა ქონების მიღების უფლება და გადახდილი იყო თუ არა საფასური; სხვა საქმეებში განსხვავებული გარემოებები შეფასდა. ეს საჯარო პრაქტიკის შეჯამებაა — ქვემოთ ვხსნით, რა წერია ნორმაში და რა მუშაობს საჩივარში.

რას ამბობს ნორმა

სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად წარმოიშობა; გირავნობა/იპოთეკა მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, დავალიანების ფარგლებში ვრცელდება პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (ლიზინგით მიღებულის გარდა), დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ამბობს: თუ დატვირთული ქონება გაიყიდება ან სხვა გზით გადაეცემა გირავნობის გაუქმების გარეშე, უფლება ახალი მფლობელის მიმართაც კვლავ გავრცელდება.

CRX