დაელოდეთ...

დარიცხვა ნახევარზე მეტით შემცირდა — რა იმუშავა დაბრუნებული საქმის აღსრულებისას და რა არა

დარიცხვა ნახევარზე მეტით შემცირდა — რა იმუშავა დაბრუნებული საქმის აღსრულებისას და რა არა

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

როცა შემოსავლების სამსახური ან ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საბჭო საქმეს დამატებით შესასწავლად აბრუნებს, შეიძლება ჩანდეს, რომ დავა მოგებულია. სინამდვილეში ეს ჯერ შესაძლებლობაა — შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რას დაავალებს ორგანო და რას აჩვენებს შესწავლა.

ქვემოთ აღწერილ საქმეში დარიცხვა ორ ეტაპად ნახევარზე მეტით შემცირდა — პირველად რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი პირველადი დოკუმენტების სრულად გათვალისწინებით, მეორედ კი დებიტორების მიერ ნაშთების დადასტურებით. საბოლოო შედეგი ჯერ არ ჩანს.

რაშია საკითხი

კომპანიას აღრიცხვა არ ჰქონდა, ამიტომ შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა (სსკ 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი): შემოსავალი — ფასნამატით, ფულადი ნაკადიდან დადგენილი განკარგვადი თანხა კი დირექტორის ხელფასად ჩაითვალა. დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და სანქციები.

CRX