დაელოდეთ...

ტელეფონი საგარანტიოდ შეგიცვალეს? საბაჟოსთვის ის „უფასოა“ მხოლოდ რეექსპორტით

ტელეფონი საგარანტიოდ შეგიცვალეს? საბაჟოსთვის ის „უფასოა“ მხოლოდ რეექსპორტით

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

ფიზიკურმა პირმა საზღვარგარეთ ონლაინ შეძენილ სმარტფონს ქარხნული დეფექტი აღმოუჩინა — ბატარეისა და ეკრანის პრობლემა. მწარმოებელმა საგარანტიო შეცვლა დაადასტურა და დაბრუნების ნომერი მიანიჭა. მისივე ინსტრუქციით, დეფექტიანი აპარატი ჯერ უკან გაიგზავნა. მისი მიღების შემდეგ მწარმოებელმა შემცვლელი გამოგზავნა — უფრო ახალი მოდელი, რადგან ძველი მარაგში აღარ ჰქონდა. მწარმოებლის წერილებში ჯამი ნულს უდრიდა.

ამანათი საქართველოში შემოვიდა. მიმღების თქმით, ღირებულების დეკლარაციაში ნულის ჩაწერა სისტემამ არ მიიღო, ამიტომ სიმბოლური თანხა ჩაიწერა — დაახლოებით 96 ერთეული უცხოურ ვალუტაში. საბაჟო ფორმალობისას გამოვლინდა, რომ დეკლარირებული ღირებულება არასწორი იყო. ინვოისი არ წარდგენილა, ამიტომ ექსპერტიზა დაინიშნა, რომელმაც ტელეფონის ღირებულება დეკლარირებულზე თითქმის 16-ჯერ მეტად შეაფასა.

შედეგი: საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ჯარიმა 700 ლარზე მეტი — შემცირებული იმპორტის გადასახდელის ზუსტად 100%. ამას დაემატა თავად გადასახდელი და ექსპერტიზის მოსაკრებელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომაც უარი თქვა (2026 წლის ოქტომბერი).

CRX