დაელოდეთ...

საბჭომ საქმე დააბრუნა, თქვენ კი სასამართლოს მიმართეთ? — 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის ხაფანგი

საბჭომ საქმე დააბრუნა, თქვენ კი სასამართლოს მიმართეთ? — 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის ხაფანგი

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

საგადასახადო დავაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი შედეგია, როცა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას აუქმებს და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს. ეს ჯერ საბოლოო მოგება არ არის, მაგრამ დარიცხვის ადმინისტრაციულ ეტაპზევე გადახედვის რეალური შანსია.

ამ შანსის დაკარგვა ერთი ნაბიჯითაა შესაძლებელი: თუ ხელახალი განხილვის დასრულებამდე იმავე საკითხზე სასამართლოს მიმართავთ, შემოსავლების სამსახური საჩივარს აღარ განიხილავს.

რაშია საკითხი

ახლახან გამოქვეყნებულ საქმეში კომპანიას შემოწმების შედეგად დღგ, ჯარიმა და საურავი დაერიცხა. შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ კი მომჩივნის არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სადავო საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებდა. სამსახურის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

CRX