დაელოდეთ...

ქვიზი: საქმე სასამართლოშია — განაახლებს თუ არა დავას საბჭო?

ქვიზი: საქმე სასამართლოშია — განაახლებს თუ არა დავას საბჭო?

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

საგადასახადო საქმე უკვე სასამართლოშია. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება აქვს და ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დავის განახლებას სთხოვს. ასეთ სიტუაციაში ახალი გარემოების შინაარსი და მოთხოვნის განხილვის პროცედურული შესაძლებლობა ერთმანეთისგან გასარჩევია.

ქვიზი საბჭოს ერთი საქმის შედეგს ეყრდნობა. სცადეთ, განასხვაოთ გარემოების არსებითი შეფასება და პროცედურული მიზეზით უარი. პასუხის გასაგებად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოთხოვნის შინაარსი, არამედ ისიც, რა ეტაპზე იმყოფებოდა დავა საბჭოს გადაწყვეტილებისას.

სიტუაცია და კითხვა

გადამხდელმა ახლად გამოვლენილ გარემოებაზე მიუთითა და საბჭოს დავის განახლება მოსთხოვა. იმავე გადაწყვეტილებაზე დავა დასრულებული არ იყო და სასამართლო წარმოებაში მიმდინარეობდა.

CRX