დაელოდეთ...

დანაკლისი, რომელიც არ იბეგრება: 0,5%-ის წესი მაღაზიებისთვის

დანაკლისი, რომელიც არ იბეგრება: 0,5%-ის წესი მაღაზიებისთვის

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

წლის ბოლოს მაღაზიებში ინვენტარიზაციაა. თითქმის ყოველთვის ვლინდება დანაკლისი: რაღაც მოიპარეს, რაღაც დაზიანდა, რაღაც არასწორად გატარდა. ბუღალტრის პირველი კითხვაა, იბეგრება თუ არა ეს.

ღია თაროებიანი მაღაზიისთვის პასუხი ხშირად დადებითია: მცირე დანაკლისი, გარკვეულ ზღვრამდე, საგადასახადო მიზნებისთვის დანაკლისად საერთოდ არ განიხილება. ამ სტატიაში განვიხილავთ, ვის ეხება ეს წესი, როგორ ითვლება ზღვარი და სად უშვებენ შეცდომას.

რა არის სამართლებრივი საფუძველი

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არ აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.

CRX