დაელოდეთ...

ბარტერი მშენებლობაში: 18 მაისის ახალი წესი და ხუთი თარიღი, რომელიც შედეგს წყვეტს

ბარტერი მშენებლობაში: 18 მაისის ახალი წესი და ხუთი თარიღი, რომელიც შედეგს წყვეტს

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

სქემა ყველა მშენებელს იცნობს. მიწის მესაკუთრე ნაკვეთს კომპანიას გადასცემს, ფული არ მოძრაობს, სანაცვლოდ კი მესაკუთრე იმავე ნაკვეთზე ასაშენებელ ფართებს იღებს.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით ეს გაცვლის (ბარტერული) ოპერაციაა, რომელიც მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის საბაზრო ფასით რეალიზაციად ითვლება. ერთ გარიგებაში ორი დასაბეგრი ოპერაციაა: მესაკუთრე აწვდის მიწას, კომპანია — ფართებს ან სამშენებლო მომსახურებას.

№195 საჯარო გადაწყვეტილება დეტალურად განვიხილეთ სტატიაში „საჯარო გადაწყვეტილება №195 – ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა უძრავი ნივთის მიწოდებისას“. აქ ერთ ადგილას ვაგროვებთ: რომელმა აქტმა და როდის დაამატა შეთანხმებული ფასის წესი, რომელი ხუთი თარიღი წყვეტს შედეგს, ორ ხაფანგს, რომელიც ხშირად გამორჩება, და დავების პრაქტიკას.

CRX