დაელოდეთ...

ზედნადების ჯარიმა: რომელი არგუმენტი ეხმარება გადამხდელს დავაში

ზედნადების ჯარიმა: რომელი არგუმენტი ეხმარება გადამხდელს დავაში

ავტორი: ირაკლი მანაგაძე

ზედნადებთან დაკავშირებული ჯარიმა მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სანქციაა. დავაში მისი ბედი ხშირად ფაქტებზე კი არა, არგუმენტის სწორ არჩევაზე დამოკიდებულია. ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ამბობს საგადასახადო კოდექსი, და დავების პრაქტიკის მიხედვით — რომელი არგუმენტი ეხმარება გადამხდელს, და რომელი — არა.

რას ამბობს საგადასახადო კოდექსი

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი სამ ქმედებას ითვალისწინებს: სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, მყიდველის მოთხოვნისას ზედნადების გაუცემლობას და საქონლის შეძენისას ზედნადების მიღებაზე უარს. ჯარიმა 500 ლარია. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, 5 000 ლარის ჯარიმას იწვევს (286-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში (269-ე მუხლის მე-8 ნაწილი).

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლებას აძლევს, კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან გაათავისუფლოს, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით ან არცოდნით.

რას აჩვენებს პრაქტიკა

ჩვენ მიერ დამუშავებული ზედნადებთან დაკავშირებული 9 გადაწყვეტილებიდან (ნაწილი ერთი და იმავე დავის სხვადსხვა ეტაპია) 3 გადამხდელის სასარგებლოდ დასრულდა, 6 — ორგანოს სასარგებლოდ. ქვემოთ მოცემული დასკვნები ერთ საქმეს არ ეყრდნობა — თითოეული რამდენიმე საქმეში მეორდება.

CRX
გამოითვალე გადასახდელი თანხა