თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ძალაშია 2026 წლის 3 ნოემბრიდან.
1. როდის გიბრუნდებათ თანხა სრულად
- მომხმარებელი (ფიზიკური პირი, პირადი მიზნით) — გადახდიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე; თუ გადახდისას ითხოვეთ, რომ მომსახურება გადახდისთანავე დაიწყოს — უკვე მიღებული ნაწილის გამოკლებით (პუნქტი 4).
- ნებისმიერი კლიენტი — თუ გადახდილი სერვისი ტექნიკური მიზეზით არ გააქტიურდა; თუ თანხა შეცდომით ან ორჯერ ჩამოიჭრა; თუ გეგმა იყიდეთ და 14 კალენდარული დღის განმავლობაში მისი კვოტიდან არცერთი კრედიტი არ გამოგიყენებიათ.
2. როგორ მოითხოვოთ
მოგვწერეთ mail@eaudit.ge-ზე: ანგარიში, გადახდის თარიღი და თანხა. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს უარის ფორმა. მიღებას დაუყოვნებლივ გიდასტურებთ ელფოსტით.
3. ვადა
მოთხოვნას განვიხილავთ 3 სამუშაო დღეში. თანხა გიბრუნდებათ სრულად, არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა მოთხოვნიდან, იმავე ბარათზე, რომლითაც გადაიხადეთ. ბანკის მიერ ჩარიცხვას შეიძლება დამატებით რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.
4. რა არ ბრუნდება
საცდელი და საჩუქრად მიღებული კრედიტი ფულად არ იცვლება. თუ გადახდისას ცალკე ველით ითხოვეთ, რომ მომსახურება გადახდისთანავე დაიწყოს, უკვე მიღებული ნაწილი (გახარჯული კრედიტი, მიწოდებული პასუხი ან დოკუმენტი, გამოყენებული საწყობის პერიოდი) არ ბრუნდება. სრული პირობები — მომსახურების პირობები, მუხლები 9 და 10.
შპს „ელიტ აუდიტი“ · ს/კ 400056372 · თბილისი, ლუბლიანას ქ. 13ბ · ელფოსტა: mail@eaudit.ge · ტელ. 598 21 27 01
