დაელოდეთ...

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

განახლება, 08.10.2026: ეს სტატია 2024 წელს დაიწერა. 30.09.2026-იდან წესი შეიცვალა — კანონით №1874 ოჯახის შემოსავლის ზღვარი 100 000 ლარია, ამიტომ ქვემოთ მოცემული 40 000 ლარის ზღვარი აღარ მოქმედებს. მოქმედი წესი: ქონების გადასახადი 2026 — რა შეიცვალა.

   ფიზიკური პირები(მაშ შორის მეწარმე ფ.პ), რომელთა პირადი ან ოჯახის წევრების შემოსავალი გასული წლის(2023წ) მიხედვით აღემატება 40 000ლ ან მიმდინარე წლის(2024წ) 1 აპრილის მდგომარეობით ფლობდნენ მიწის ნაკვეთს  ვალდებულნი არიან 1 ნოემბრამდე ჩააბარონ ქონების დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე გადაიხადონ დარიცხული გადასახადი.

ოჯახის წევრად ითვლება: პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე გადასახადის გადამხდელი თვითონ, უპირობოდ განსაზღვრავს შეიყვანოს თუ არა ოჯახის შემადგენლობაში 40 000 ლარიანი ზღვარის დაანგარიშების მიზნებისთვის  მასთან მუდმივად მცხოვრები  მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი.

შემოსავლებში შეიტანება:  

- ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის −  სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი  შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო სხვა დასაბეგრი შემოსავალი − სრული ოდენობით; 

- ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

CRX