ამინისტიით ფიზიკურ პირებს 2021წ 1 იანვრამდე დავალიანება ჩამოეწერებათ
2024 წლის 5 ივნისიდან სსკ-ის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება (გადასახადის თანხა და ჯარიმა) და მასზე დარიცხული საურავი. სწორედ ამ ჩანაწერის შესაბამისად
2024წ 24 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა ცვლილება
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში, რომელსაც დაემატა 91 მუხლი
მეთოდური მითითების ახალი მუხლით დეტალურად განისაზღვრა ის წესები და პირობები, რის მიხედვითაც ჩამოეწერება ფიზიკურ პირს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება. მათ შორის, აღნიშნული ბრძანების ახალი 9¹ მუხლით განისაზღვრა შემდეგი:
