ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
ინფორმაცია, რომელიც უნდა აისახოს ბალანსში
• მსს ფასს არ განსაზღვრავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლების წარდგენის ფორმატს ან თანამიმდევრობას, თუმცა განსაზღვრულია ფინანსური ანგარიშგებაში სულ მცირე ცალკე წარსადგენი მუხლები:
• მაგალითად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში შინაარსით ან ფუნქციებით საკმარისად განსხვავებული მუხლები ცალ-ცალკე მუხლებად წარდგება (ფულადი სახსრები, მარაგები, ძირითადი საშუალებები, საინვესტიციო ქონება ასახული რეალური ღირებულებით, საინვესტიციო ქონება ასახული თვითღირებულებით, სავაჭრო ვალდებულებები, ანარიცხები და ა.შ). (იხ. პუნქტი 4.2)
• ფინანსური ანგარიშგების დამატებითი მუხლების, ქვესათაურებისა და ქვეჯგუფების ჯამური თანხების წარდგენა აუცილებელია, თუ ეს საჭიროა საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების გასაგებად.
