ფუნქციონირებადი საწარმო
ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესში საწარმოს ხელმძღვანელობამ სტანდარტზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს, აქვს თუ არა საწარმოს საქმიანობის გაგრძელების უნარი, როგორც ფუნქციონირებად საწარმოს. ანალიზისას ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი საპროგნოზო ინფორმაცია საწარმოს მომავალი საქმიანობის შესახებ. საპროგნოზო ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ბოლო საანგარიშგებო თარიღიდან სულ მცირე თორმეტ კალენდარულ თვეს.
საწარმო ფუნქციონირებადია, თუ მისი:
• ხელმძღვანელობა არ აპირებს საწარმოს ლიკვიდაციას ან საქმიანობის შეწყვეტას; ან
• ხელმძღვანელობას არ გააჩნია საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის რეალური ალტერნატივა.
