ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად საგადასხადო ძველი პერიოდის კუთვნილ გადასახადებს არიცხავს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება № 19072/2/2023 შპს --- 11.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის № 19072/2/2023).
გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის კამერაური შემოწმება, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმს ნაშთი არ ქონდა;
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად, დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ 2016-2022 წლების(ხანდაზმულობის მიუხედავად) საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებული მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაფუძნების დღიდან, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 360 823 ლარი, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 507 544 ლარი
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა შემოწმებისათვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ მოხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, შეუძლებელი გახდა რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება. აგრეთვე, წარდგენილი ინფორმაციით ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გაშიფვრა. პროგრამაში არსებული საქონლის ჩამოწერით შეუძლებელი გახდა მიღებული, გახარჯული და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით.
