დაელოდეთ...

ხელფასის აღრიცხვა საპენსიოს გათვალისწინებით

ხელფასის  აღრიცხვა საპენსიოს გათვალისწინებით

2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდება ყველა საქართველოში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ქალბატონების შემთხვევაში ჯერ არ ქონდა შესრულებული 55 წელი, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ჯერ არ ქონდა შესრულებული 60 წელი

საპენსიო შენატანები

საპენსიო სქემაში მონაწილე დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სააგენტოში მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაირიცხება დარიცხული ხელფასის 2%. დამატებით, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დამსაქმებელს და სახელმწიფო ხაზინას შეაქვთ დარიცხული ხელფასის 2% თითოეულს.

მაგალთად: თუ დასაქმებულის დარიცხული ხელფასია 1000 ლარი, ჯერ დასაქმებულს დაუკავდება მისი საპენსიო შენატანი 2% - 20ლ, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 20% იანგარიშება საპენსიოთი შემცირებული თანხიდან 980 (1000-20) * 20% = 196 ლ, ხელზე კი ხელფასის სახით ჩაერიცხება 784 ლ, ორგანიზაცია კი ვალდებულია გადარიცხოს ასევე 2% თავისი თახიდან, შესაბამისად ჯამურად ორგანიზაცია ჩარიცხავს საპენსიო სააგენტოში 40ლ (იხილეთ საპენსიო სააგენტოს საბანკო ანგარიშები) და ბიუჯეტის სახაზინო კოდზე 101001000 - 196ლ, ბუღალტრულად კი გვექნება შემდეგი სახის გატარებები:

CRX