რა შემთხვევაში უქმდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი?
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:
პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;
პირი ახორციელებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას;
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში.
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების ერთ-ერთი პირობის დადგომისას პირი ვალდებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მიზნით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი პირობის დადგომიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
