რა განაკვეთით იბეგრება საწარმოს/ორგანიზაციის ქონება?
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამასთან, მხოლოდ უძრავი ქონების საბალანსო ნარჩენი ღირებულება 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე უნდა გაიზარდოს 3-ჯერ, 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ, 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ, ხოლო იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება უნდა გაიზარდოს 3-ჯერ.
აღნიშნული აფასება არ ვრცელდება ისეთ საწარმოზე, რომელიც მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.
